მეუფე ნიკოლოზი დეკანოზის საქმეზე: ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს, თუ ითხოვს, ე.ი. ბრალს აღიარებს

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს.

მისივე თქმით, თუ ადამიანი შეწყალებას ითხოვს, ე.ი. ბრალს აღიარებს,

“პრეზიდენტმა ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც თქვა თავის სიტყვაში და მათ შორის ძალიან საინტერესოდ თქვა სიტყვა შეწყალება. საეკლესიო გაგებით, ქრისტიანული აზრით არის სხვა შინაარსის და იურისპრუდენციაში შეწყალება სხვა შინაარსის მატარებელია. ასე რომ, ღმერთმა შეიწყალოს ყველა ცოდვილი ადამიანი. ყველას გვჭირდება შეწყალება. არ თქვას ვინმემ, რომ რაიმე ცოდვას არ ჩაიდენს. ყველას შეიძლება ეს დაემართოს. შეწყალება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დანაშაული ჩადენილი აქვს და ამას აღიარებს. ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს. თუ ადამიანი შეწყალებას ითხოვს, ე.ი. ბრალს აღიარებს. უნდა გავარკვიოთ, ბრალი რაში ედება და ამის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გუშინ 5 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები