ავსტრალიაში ტყის ხანძარს ისევ ვერ აქრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის წინ გაწვიმდა, ცეცხლის კერების კონტროლზე აყვანა ვერ ხერხდება.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კატასტროფულ ხანძარს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, განადგურებულია ათასი საცხოვრებელი სახლი, დაღუპულია 8 ათასი კოალა და ასობით ათასი სხვა ცხოველი.
ზოგიერთ რაიონში ძლიერი დაკვამლიანების გამო, ვერტმფრენების გამოყენება ვერ ხერხდება.
ხელისუფლება დაზარალებულ რაიონებში გემებსა და ავიაციას გზავნის.