ქობულეთში ავარიას 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი ადამიანი, 35 წლის მამაკაცი და 2 თვის ბავშვი, ემსხვერპლა.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, 35 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა, ბავშვი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა 1 იანვრის ღამეს მოხდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ინფორმაცია ფეისბუქგვერდმა “ლეღვამ”  გუშინ  გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები