“ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით 3-4 იანვარს ჭიათურასა და ზესტაფონში საბავშვო სპექტაკლები გაიმართება

„ჯორჯიან მანგანეზი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთ პროექტს ახორციელებს. სწორედ ამიტომ, კომპანიის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით 3-4 იანვარს ჭიათურაში და ზესტაფონში საბავშვო სპექტაკლები გაიმართება.

ჭიათურაში აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 12 საათზე საბავშვო კომედიური წარმოდგენა „მაკნატუნა“, ხოლო ზესტაფონში, 13 საათზე ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „კარლსონი“ გაიმართება.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციული დირექტორის თემურ ხონელიას განცხადებით, კომპანია მოსახლოებასთან სოციალური დიალოგის ფარგლებში აქტიურობას 2020 წელსაც გააგრძელებს.

„სოციალური დიალოგისა და პოლიტიკის ფარგლებში, კომპანიის აქტიურობა მხოლოდ ამ პროექტებით არ შემოიფარგლება და წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, რაც მოსახლეობასთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და ორივე მხარისათვის სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად,“ – აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა თემურ ხონელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები