ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინციდენტი სოფელ კვირიკესთან მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა, რის შედეგადაც სამარშრუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მინდინარეობს.