თავდაცვის მინისტრმა ახალი წელი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ახალი წელი ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნეს. თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის პირად შემადგენლობას ახალი წელი მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წელი იქნება, რაც მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად.
ვაზიანში ახალი წლის აღნიშვნამდე თავდაცვის მინისტრი საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მყოფ ჯარისკაცებს მოულოდნელად ესტუმრა და საახალწლო საჩუქრები მიუტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები