ცოტნე ზურაბიანი: შეგიძლიათ აკრიტიკოთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, მაგრამ სიკეთის კეთებას სირცხვილი დაარქვათ – ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ცოტნე ზურაბიანი მოსახლეობას ახალ წელს სოციალურ ქსელში ულოცავს.
„2019 წელი წყალტუბოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება გარდამტეხი გახდა ჩვენი ქალაქისთვის. მის მიერ დაანონსებულმა „წყალტუბოს აღორძინების პროექტმა” წყალტუბო გახადა ინვესტიციებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი, საინტერესო ქალაქი. შედეგად, 2020 წელი, იქნება განვითარების და აღმშენებლობის დაწყების წელი, რაც ძალიან მალე გადააქცევს წყალტუბოს საერთაშორისო დონის, თანამედროვე ევროპულ კურორტად. ამ ფონზე, სამწუხაროა, ოპონენტების მცდელობა, მასშტაბური პროექტები და უპრეცედენტო ქველმოქმედება, სამარცხვინოდ წარმოაჩინონ. თქვენ შეგიძლიათ აკრიტიკოთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, მაგრამ სიკეთის კეთებას სირცხვილი დაარქვათ, მომავალში ინვესტიცია სამარცხვინოდ დაგვიხატოთ, ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს. ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობა საგმირო და სამაგალითოა თითოეული ქართველისთვის და თუ გაიხსენებენ ასეთ ქართველებს, გაავლებენ პარალელებს, ისაუბრებენ უპრეცედენტო ქველმოქმედებაზე ქართული იდენტობის, კულტურის გადარჩენის საქმეში, ეს გასაკვირი არ არის, პირიქით – მისასალმებელია.
უნდა ვიცოდეთ – ვინ ზრუნავს მომავალზე და ვინ ებრძვის ინვესტიციას მომავალში.
გილოცავთ დამდეგ 2020 წელს!
გისურვებთ – მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბევრ სიხარულს! გილოცავთ, მათ, ვინც დამდეგს საკუთარ სახლებში შეხვდება და მათ, ვინც ახალი წლის ღამეს ქვეყნის სამსახურში ხვდება – ექიმებს, პოლიციელებს, მეხანძრე-მაშველებს, სამშვიდობო მისიებში მყოფ პირებს… 2020 წელი, აუცილებლად იქნება მშვიდობის და წინსვლის წელიწადი!”, – წერს ცოტნე ზურაბიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები