ალექსანდრე მოწერელიამ ჭაავების ოჯახს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ დამდეგი შობა-ახალი წელი სოციალურად დაუცველ ჭაავების ოჯახს მიულოცეს და ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
ჭაავები ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილები არიან და ზუგდიდში ცხოვრობენ. საახალწლო საჩუქრები ზუგდიდში 600-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.
სახელმწიფო რწმუნებულმა დღესვე, დამდეგი შობა-ახალი წელი, რეგიონული არქივის თანამშრომლებს მიულოცა. ასევე რწმუნებულის ადმინისტრაციისგან საახალწლო საჩუქრები იმ უწყებებს გადაეცემა ვინც ახალ წელს სამსახურში ხვდება.