ავსტრალიაში ტყის ხანძარმა კატასტროფული ხასიათი მიიღო, გაჩენილია 260 ახალი კერა, არიან დაღუპულები (ფოტო,ვიდეო)

ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსისა და ვიქტორიას შტატებში, პროგნოზების მიუხედავად, ტყის ხანძრების გამო, კატასტროფული ვითარებაა შექმნილი, მედიის ინფორმაციით, შტატებში ხანძრების 260 ახალი კერა გაჩნდა.

მიმდინარეობს ადგილობრივების ევაკუაცია. გამომდინარე იქიდან, რომ გზები გადაკეტილია, ევაკუირებულებს უსაფრთხო ადგილებში ზღვით გადაიყვანენ.

Euronews-ის ინფორმაციით, ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა.

ავსტრალიაში ტყის ხანძარი სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 5 დაკარგულად ითვლება.

ახალ სამხრეთ უელსში ხანძარმა 3 მლნ-ზე მეტი ჰექტარი გაანადგურა, მათ შორის რამდენიმე ეროვნული პარკი და კოალების ბინადრობის ადგილი.

დანგრეულია ათასობით საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული შენობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები