შამგონაში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ კაცს ბრალი წარუდგინეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბ.ს -ს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ, 31 დეკემბერს იმსჯელებს.
ბ. ს. მეუღლემ სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით 28 დეკემბერს დაასრულა. არსებული ინფორმაციით, მან თავი მეზობლის სახლში მოიკლა.
ცნობისთვის, ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა, გუშინ ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ბ. ს. დააკავეს. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.