ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან, მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

მერმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორებსა და მათ მწვრთნელებს ფულადი ჯილდოები გადასცა.

“ყველას განსაკუთრებულ მადლობას გიხდით თქვენი მიღწევებისთვის და გილოცავთ ამ წარმატებებს, ძალიან ამაღელვებელია, როცა საქართველოს დროშა ფრიალებს მსოფლიო ჩემპიონატზე და ამ დროშას შენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი აფრიალებს. თქვენი წარმატება ძალიან დიდი შრომის შედეგია. მინდა გითხრათ, რომ ის პირობები რომელიც თქვენ გაქვთ აუცილებლად გაუმჯობესდება და გექნებათ ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორსაც თქვენ იმსახურებთ“- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა სპორტსმენებთან მიმართვისას.

ცნობისთვის, ყოველი წლის ბოლოს, წარმატებული სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები