ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 253 ოჯახმა საახალწლო საჩუქრები მიიღო
ტყიბულში ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებმა მოწყვლად ჯგუფებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და სურსათი და ტკბილეული გადასცეს.
საახალწლო ნობათი ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებმაც მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ტყიბულში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამა უკვე რამდენიმე თვეა ხორციელდება და ის მიზნად მუნიციპალიტეტში მარტოხელა ხანდაზმულებისთვის, თბილ, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნას ისახავს.
პროექტის ფარგლებში, 30 ბენეფიციარს თვეში ოთხჯერ მიეწოდება საყოფაცხოვრებო, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, საკონსულტაციო, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და სოციალური მომსახურებების კომპლექსი.