ხულოს მუნიციპალიტეტში საახალწლო ნობათების დარიგება გრძელდება
ხულოს მუნიციპალიტეტში საახალწლო ნობათების დარიგება გრძელდება. დღეს, მერმა ვახტანგ ბერიძემ სოფელ გუდასახოს მცხოვრები ნოდარ ნათიძის მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა. ოჯახი სოციალურად დაუცველია, სადაც, 4 არასრულწლოვანი, 2 პენსიონერი და მათ შორის ერთი შშმ პირი ცხოვრობს. ვახტანგ ბერიძემ აღნიშნულ ოჯახს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, საოჯახო ტექნიკა და პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცა. მერის ინიციატივით მსგავსი ტიპის საახალწლო აქტივობები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.