მიულოცავს თუ არა ახალ წელს პუტინი საქართველოს პრეზიდენტს – პესკოვის კომენტარი

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი არ გამორიცხავს, რომ ვლადიმირ პუტინი საახალწლო მილოცვას უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტებსაც გაუგზავნოს.

მისი თქმით, შესაძლებელია ზელენსკისა და ზურაბიშვილისადმი მილოცვები, უკვე გამოქვეყნებულ შეტყობინებებს დაემატოს.

„შეტყობინებაში ყველა ლიდერი ვერ მოხვდა, საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას დაემატება“, – აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსამსახურმა დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მსოფლიოს ლიდერებს ახალი წელი მიულოცა.

შესაბამისი შეტყობინებები გაგზავნილია აშშ-ის, ვენესუელის, თურქეთის, ისრაელის, ბელარუსის, საფრანგეთის, სირიის ლიდერებისადმი. პუტინი ასევე ულოცავს დღესასწაულს გერმანიის კანცლერს, ბრიტანეთის პრემიერს და ბრიტანეთის დედოფალს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები