ავსტრალიაში ტყის ხანძრების გამო მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა

ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში ტყის ხანძრების გამო ევაკუაციის ბრძანება ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო,- ამის შესახებ ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შტატის ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 40C გრადუსს აღწევს, ძლიერი ქარი და მისი მიმართულების შეცვლა იმის ნიშანია, რომ ორშაბათს შტატში დარჩენა ძალიან სახიფათო იქნება. ამ ეტაპზე ავსტრალიაში 100-ზე მეტი ხანძრის კერაა.

ქვეყანაში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრების შედეგად დაიწვა მილიონობით ჰექტარი მიწა და ათასზე მეტი სახლი განადგურდა, სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

18 დეკემბერს საშუალო ტემპერატურამ ავსტრალიაში 41.9 გრადუსს მიაღწია, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე აღმოჩნდა. ტურისტებს ავსტრალიაში მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები