ნინოწმინდაში ნაძვის ხიდან მოსართავი მოიპარეს

ნინოწმინდაში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხიდან მორთულობის ნაწილი მოიპარეს.

უცნობმა პირმა LED განათების სისტემა და მანათებელი ელემენტი გუშინ ღამე მოიპარა.

შესყიდვების სამსახურში ამბობენ, რომ მოპარულია რომბისებრი ნაწილი, რომელიც სავარაუდოდ, დაუდევრობით მოხდა.

ნინოწმინდის მერიამ, 2020 წლის საახალწლო მორთულობისა და ღონისძიებებისთვის ტენდერი 11 016 ლარზე გამოაცხადა, პირდაპირი შესყიდვით კი 4800 ლარით სასაჩუქრე ყუთები შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები