აფეთქება გარდაბანში – საცხოვრებელ სახლში ბუნებრივმა აირმა გაჟონა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ცეცხლი 3-სართულიანი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა.
“რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ აფეთქების სავარაუდო მიზეზი CO-ს დაგროვებაა. უწყების ცნობით, სახლში გაზის გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.
შემთხვევის შედეგად 85 წლის მამაკაცი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
დამწვარია 30 მ.კვ. – მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდირება დროულად შეძლეს. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.