კახა კალაძე: რამდენიც არ უნდა ეცადონ ოპოზიციის გაბოროტებული და განაწყენებული წევრები, თბილისი საახალწლოდ საუკეთესოდაა მორთული

თბილისის მერი კახა კალაძე საახალწლო ნაძვის ხის გარეშემო გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, ნაძვის ხე ფასს შეესაბამება და ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოა.

“სამწუხაროდ, ოპოზიცია ისევ ფსკერზეა, მათი მხრიდან ყველაფერი მოსალოდნელი იყო, თუმცა, ნამდვილად არ მეგონა თუ ახალი წელი პოლიტიზირებული იქნებოდა. ჩვენ დედაქალაქში, ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე და საუკეთესო განათება გვაქვს. რამდენიც არ უნდა ეცადონ ოპოზიციის გაბოროტებული და განაწყენებული წევრები, თბილისი საუკეთესოდ არის მორთული საახალწლოდ, ნაძვის ხე ცხადია ფასს შეესაბამება,” – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მთავარი საახალწლო ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე გუშინ საზეიმოდ აინთო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები