ცოტნე გამსახურდიას მეუღლე: კომპიუტერული ტომოგრაფია ჩატარდა, შეინიშნება დადებითი დინამიკა
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, შეინიშნება დადებითი დინამიკა, – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტს დღეს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ახლა გაუკეთეს კომპიუტერული ტომოგრაფია. გადაწყდა, ცოტა ადრე გაეკეთებინათ, ხვალ დილით ვაპირებდით, მაგრამ მცირე უმნიშვნელო მიზეზების გამო ჩავატარეთ დღეს. შეინიშნება დადებითი დინამიკა, მცირე გაუმჯობესება არის, რამდენადაც დრო ამის საშუალებას გვაძლევს, რამდენიმე დღეა გასული და ველოდებით ახლა მაინც უცხოეთში გადაყვანას, რომ მოსალოდნელი გართულებებისთვის მზაობა იყოს. მოცემულ ეტაპზე დამატებით ქირურგიული ჩარევა არ არის დაგეგმილი”, – განაცხადა ჯაბაურმა.
ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს.