ქობულეთში, სოფელ ჭახათში ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება
ქობულეთში, სოფელ ჭახათში ცეცხლი ხმელ ფოთლებს და ეკალ-ბარდს ამ დრომდე უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მათივე ცნობით, ხანძარი დასახლებული პუნქტისგან შორსაა და სტიქიის გავრცელების საშიშროება არ არის.
ცნობისათვის, ხანძარი ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში წუხელ გაჩნდა. ახალსოფელსა და ჭახათში მთელი ღამის განმავლობაში მიბილიზებული იყო ქობულეთის, ჩაქვისა და ბათუმის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. დამწვარია 200 ჰექტარზე მეტი.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე იმყოფებოდა.