ნურსულთან ნაზარბაევი: 20 წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ „პუტინის ეპოქა“ იწყებოდა
ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა რუსულ მედიასთან საუბარში ვლადიმირ პუტინზე ისაუბრა და მისი „ეპოქის დაწყება“ გაიხსენა.
მისი თქმით, პუტინი არ ჰგავდა არც ერთ პოლიტიკოსს, რომელიც მანამდე რუსეთში იყო.
ნაზარბაევის თქმით, 20 წლის წინ, რუსეთის მომავალი ლიდერი, მას ერუდირებული, ენერგიული მოეჩვენა, რომელიც მზად იყო ნებისმიერი საკითხების მოგვარებისთვის.
„ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ იმ დროისთვის ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ცხოვრებაში ყველაფრისთვის არის მზად, რომ ის ნებისმიერ გამოწვევას მკაფიოდ და მკვეთრად უპასუხებდა“, – განაცხადა ნაზარბაევმა და აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ძალიან გაუმართლათ.
მისივე თქმით, 20 წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ქვეყანაში „პუტინის ეპოქა“ იწყებოდა.
„რუსეთის ლიდერის ხელმძღვანელობით, რუსეთი დიდი “დერჟავა” ისევ გახდა, თუმცა მისი პრეზიდენტობის საბოლოო შეფასების გაკეთება ადრეა“, – აღნიშნა ნურსულთან ნაზარბაევმა.