კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების ოდენობა 614.09 მლნ ლარით (2%-ით) გაიზარდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების ოდენობა, წინა თვესთან შედარებით, 614.09 მლნ ლარით (2%-ით) გაიზარდა და 31.37 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 237.37 მლნ ლარით (1.73%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 376.73 მლნ ლარით (2.21%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.37%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.43 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.74%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 10.42 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.19%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.37%-ით მეტი).

2019 წლის ნოემბრის განმავლობაში 1.50%-ით, ანუ 230.76 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 15.65 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.40 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები