დავით ჭიჭინაძე: უნდა დამთავრდეს საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საუბარი, ხელისუფლება საკადრის პასუხს არჩევნებზე მიიღებს
ვფიქრობ, უნდა დამთავრდეს საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საუბარი, არჩევნებზე ხელისუფლება მიიღებს საკადრის პასუხს თავის უგნურ საქციელთან დაკავშირებით, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძე იმ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს.
„საარჩევნო კოდექსის გარშემო აჟიოტაჟი უფრო იმასთან არის დაკავშირებული, რომ ხელისუფლებამ დაარღვია პირობა და არ ვთვლი, რომ რომელიმე მოდელი, რაც იყო დასახელებული, ე.წ. გერმანული, ასევე 100/50-ზე, ცვლის პროპოციულ სისტემას. ეს სისტემა ჩვენი საზოგადოების მიერ იყო მოპოვებული და არავის აქვს უფლება , შეცვალოს ხალხის მოთხოვნა. ვფიქრობ, უნდა დამთავრდეს საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საუბარი , იმიტომ, რ ომ რასაც ჰქვია პროპორციული არჩევნები, კონსტიტუციაში ჩაწერილია 2024 წლისთვის.
დღეს ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი , აქედან გამომდინარე, 100/50-ზე წამოვლენ, 120/30-ზე წამოვლენ, თუ სრულად 150-ზე ეს დღეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ აარცევნებზე პასუხის გაცემა, უკვე მოსახლეობის გადასაწყვეტია, ვფიქრობ იქ მიიღებს ხელისუფლება საკადრის პასუხს თავის უგნურ საქციელთან დაკავშირებით.
რაც შეეხება არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობას, რა თქმა უნდა, კარგია, რომ ყველა იღებდეს მონაწილეობას, მაგრამ ტექნიკური პრობლემებია, რომელიც ვფიქრობ 2020 წლისთვის არ მოესწრება. უნდა შეიცვალოს ყველაფერი, დაწყებული კონსტიტუციიდან, დამთავრებული საარჩევნო სისტემით, სავალდებულოს თუ გავხდით არჩევნები ერთდღიანი არ უნდა იყოს. ხმის მიცემა ელექტრონულად უნდა ხდებოდეს, რადგან ჩვენი ბევრი თანამემამულე წასულია ქვეყნიდან“, – გაანცხადა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, გუშინ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დააყენა.
„უპირატეს მნიშვნელობას ფრაქცია კვლავაც ანიჭებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობას 2020 წლიდან და მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ უნდა შეწყვიტოს აღნიშნული საკითხის განხილვა.
კომპრომისის მიღწევის გზაზე, მეორე ალტერნატივად განვიხილავთ ერთჯერადად – 2020 წლის არჩევნებისათვის – მაჟორიტარული მანდატების შემცირების წინადადებას პროპორციული მანდატების გაზრდის ხარჯზე, მხოლოდ იმ პირობით, თუ არჩევნებში მონაწილეობა გახდება სავალდებულო”, – წერია განცხადებაში.
დამოუკიდებელი დეპუტატები აცხადებენ, რომ არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა იქნება გარანტი, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე თანაბრად გაინაწილებს პასუხისმგებლობას საკუთარი ხელისუფლების არჩევისა და ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში.
თამუნა შეყილაძე