კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა” კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა
ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სამხატვრო კონკურსში გამარჯვებულ ბავშვებს საჩუქრები გადასცა. გრამპრის მფლობელი კი საფრანგეთში საგზურით დააჯილდოვა.
იმერეთში ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ესწრებოდნენ.