ხანძრის მორიგი კერა შიდა ქართლში – რკონში ტყის მასივი იწვის

ცეცხლის კიდე ერთი კერა შიდა ქართლში. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რკონში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია.

როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციელბის მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძრის ქრობის პროცესი ინტენსიურად მიმდონარეობს, რაშიც სასაზღვრო პოლიციის ვერტფრენიცაა ჩართული.
“ცეცხლი დაახლოებით 5 -7 ჰექტრამდე ტყის მასივზეა გავრცელებული. საქმე გვაქვს რთულ რელიეფთან და შერეულ ტყის მასივთან. ამ დროისთვის, ცეცხლის ჩაქრობის ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური და ინტენსიურად მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების პროცესი”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები