მეუფე გრიგოლი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე: ახალ წელს უნდა შეხვდნენ ეკლესიაში, სახლში და არა საავადმყოფოში, ციხესა და სასამართლოში

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველის, მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებით ე. წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. მისივე თქმით, ახალ წელს უნდა შეხვდნენ ეკლესიაში, მონასტრებში, სახლში და არა საავადმყოფოში, რეანიმაციაში, ციხეში და სასამართლოში.

„ჩვენ ვთხოვეთ პრეზიდენტს. ეს უკვე პრეზიდენტის პრეროგატივაა. ახალ წელს უნდა შეხვდნენ ეკლესიაში, მონასტრებში, სახლში და არა საავადმყოფოში, რეანიმაციაში, ციხეში და სასამართლოში“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები