ლუკაშენკო რუსეთისგან ჩერნობილის ტრაგედიის გამო კომპენსაციას ითხოვს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთისგან ითხოვს გაზის ფასთან დაკავშირებით ვაჭრობის შეწყვეტას, ასევე თვლის, რომ დროა, მოსკოვი რესპუბლიკას დაეხმაროს.

ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი ბელარუსს უნდა დაეხმაროს, რადგან რესპუბლიკა ჩერნობილის კატასტროფის მსხვერპლია. მოსკოვი კი, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, ვალდებულია ამ ტრაგედიის გამო, მინსკს კომპენსაცია გადაუხადოს.

მისი თქმით, ბელარუსს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური არ აუშენებია, ექსპლუატაციაში არ შეუყვანია და არც აუფეთქებია.

„მწუხარების 80% კი, ჩვენზე გადმოვიდა, ცოტა ბრიანსკის ოლქსა და უკრაინაზე“, – აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტი განმარტავს, რომ მის ქვეყანას კატასტროფის შედეგები ჯერ არ გადაულახავს ბოლომდე, ადამიანებს კი, რომლებიც იმ ტერიტორიასთან ახლოს ცხოვრობენ, დღემდე არ შეუძლიათ ღუმელში შეშის დაწვა, რადგან რადიაციული დასხივების შიში აქვთ.

„საბჭოთა კავშირი დაიშალა, ვინ დაგვეხმარება? და თქვენ დღეს გაზისთვის 10 დოლარზე ვაჭრობთ?“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები