პუტინმა რუსეთის მთავრობას, ქვეყნის მიმართ არსებული საფრთხეების ყოველმხრივი ანალიზი დაავალა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მთავრობას, რუსეთს მიმართ არსებული საფრთხეების ყოველმხრივი ანალიზის გაკეთება დაავალა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომდევნო წელს, ქვეყნის 2021-2025 წლების თავდაცვის გეგმის მომზადება დასრულდება.
„ამ სამუშაოების დროს სრულფასოვნად უნდა იყოს გათვალისწინებული და შეფასებული სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში არსებული ცვლილებები, რომლებიც მსოფლიში არის. საჭიროა განვითარების პერსპექტივების ანალიზი“, – განაცხადა პუტინმა.
რუსულ შეიარაღებაზე საუბრისას პუტინმა თქვა, რომ ეს ჭადრაკის თამაში არ არის, სადაც შეიძლება ვინმეს ფრე აწყობდეს, რუსეთი საუკეთესო უნდა იყოს.
„თუ გამარჯვება გვინდა, ტექნიკა საუკეთესო უნდა იყოს, ეს ჭადრაკის თამაში არ არის, სადაც ფრე შეიძლება გვაწყობდეს. ეს სახელმწიფოს სამხედრო ორგანიზაციაა“,- განაცხადა პუტინმა.