ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ავარიისას დაშავებული 3 წლის ბავშვი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს
ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი რეანომობილით ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მანამდე მცირეწლოვანს ოპერაცია ქობულეთის კლინიკაში ჩაუტარდა, სადაც დაშავებული აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მოინახულა.
,,გაიკერა ელენთა, მოხდა ემოსტაზი, თუმცა სხვა დაზიანებების გამო რეანომობილით ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადავიყვანეთ, მოზარდს თავზე აქვს მძიმე დაზიანებები. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, იგი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. მას თავის არეში დაზიანებები აქვს. მისი მდგომარეობა სტაბილურია “, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 პირი გარდაიცვალა მათ შორის 10 წლის ბავშვია, ისინი ოჯახის წევრები არიან.