ბორის ჯონსონი: შევცდი, როცა ვიფიქრე, რომ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა იყო შესაძლებელი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ შეცდა, როდესაც დაიჯერა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა იყო შესაძლებელი.

ამის შესახებ ჯონსონმა გამოცემა Spectator-ს უთხრა.

„ის, რის მიმართაც ნამდვილად შემეცვალა შეხედულება არის ის, რომ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა არის შესაძლებელი. ნამდვილად ვფიქრობდი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრები და ჩემამდე პრემიერ-მინისტრები, რომ რუსეთთან ყველაფრის თავიდან დაწყება შეგვეძლო“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთს დიდ სახელმწიფოდ მიიჩნევს, რომელთანაც ერთად ბრიტანეთი ფაშიზმს ებრძოდა.

„ძალიან, ძალიან სამწუხაროა, რომ შევცდი“,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები