გიორგი ვოლსკი: პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ შესაძლოა, ქვეყანა სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენოს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ შესაძლოა, ქვეყანა სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენოს.
მისივე თქმით, მსგავსი გამოწვევის წინაშე არაერთი ევროპული სახელმწიფო იდგა.
“იმდენად ეკლექტურია ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, რომ საკმაოდ გართულდება მათთვისაც, ვინც მოლაპარაკების მეორე მხარეს დგას, სახელმწიფოც შეიძლება საკმაოდ სერიოზული გამოცდის წინაშე დადგეს. არაერთი ევროპული სახელმწიფო იდგა მსგავსი გამოწვევის წინაშე – მაგალითად ახლა ისრაელია ამ მდგომარეობაში. პარტია, რომელიც იმარჯვებს, მას მეტი შანსი აქვს, რომ მისი მაჟორიტარები მეტნი იყვნენ.
“ქართული ოცნების” იმედი კი მაქვს, მაგრამ ეს მომავალში ისტორიაში იგივენაირად უნდა გავაკეთოთ როგორც იტალიამ, რომელიც მაჟორიტარულ სისტემას დაუბრუნდა, როცა საფრთხე იგრძნო,” – განაცხადა ვოლსკიმ.