ქუთაისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებამ 2019 წლის ანგარიში წარადგინა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებამ 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

შეხვედრაზე იმ პროექტებზე ისაუბრეს, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში ქუთაისში, ახალგაზრდობის საჭიროებების მიმართულებით განხორციელდა.

“დღეს, ქუთაისის მერიამ შეაჯამა გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები. ის პროექტები, რომელიც უშუალოდ ახალგაზრდულ საჭიროებებს უკავშირდებოდა.განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ახალი ქვეპროგრამა,ახალგაზრდული პროგრამების მხარდამჭერი მუხლი,რომელმაც უზრუნველყო და 115 000 ლარის პროექტები დააფინანსა წლის განმავლობაში. ეს იყო ახალი ინიციატივა, რომელიც გაგრძელდება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც, ამ მიმართულებით, გაიზრდება თანხები და უფრო მეტ სერვიზს შევთავაზებთ ახალგაზრდებს. ასევე, მინდა მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, რომელიც ქუთაისში სწავლობს, აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ პროექტებში, რადგან ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია”,- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს კულტურის ,განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძემ.

https://www.youtube.com/watch?v=skt2fJCIGfo&feature=youtu.be&fbclid=IwAR0apcx8nBK0hy3J6Djbku9-ac-DX_T3hAKfyypJIJbH6unw5DkayB1qkl8

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები