ქობულეთის გზაზე ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბავშვია
ქობულეთი-ოზურგეთის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა შორის ერთი 10 წლამდე ბავშვია. დაშავებულები ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.
“რეგიონული კვირა” დამატებით დეტალებს არკვევს.