ფინანსთა სამინისტრო: 2019 წლის ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულებულია
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2019 წლის, როგორც ნაერთი, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შეასრულა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 22 დეკემბრის მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 11 მილიარდ 371,9 მილიონი ლარი შეადგინა. ამ დროისთვის გადაჭარბება 61,9 მლნ ლარია.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს – საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 9 მილიარდ 651,8 მილიონი ლარი. გადაჭარბება 6,8 მლნ ლარს შეადგენს.