ერეკლე კუხიანიძე: ჩავთვალე, რომ თუ ვინმე გადავიდოდა ცხინვალში, მტერს კაცურად დაელაპარაკებოდა, ვაჟა გაფრინდაშვილს გამოუშვებდნენ

ჩავთვალე, რომ თუ ვინმე გადავიდოდა ცხინვალში და კაცურად დაელაპარაკებოდა მათ, არ არის აუცილებელი მტერთან გინება, თუ ვთხოვდი და ავუხსნიდი, გამოუშვებდნენ ვაჟა გაფრინდაშვილს , – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცადა.

კუხიანიძის თქმით, საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ერთი მტერი ჰყავს და ესაა “ნაცისტური იდეოლოგია“.
„რაღაც მოცემულობიდან უნდა გავაკეთოთ დასკვნა.
როდესაც არის მოცემულობა, რომ ჩვენი მხარე მუდმივად შეურაცხყოფას აყენებს მოწინააღმდეგეს. სრულიად გამორიცხულია რაღაც მოლაპარაკებებზე წასვლა. ვაჟა გაფრინდაშვილი სწორედ ამ პოლიტიკის მსხვერპლია. ის ვაიძულეთ, რომ გინდა, თუ არა, ასე მოქცეულიყო. აქედან ვეძახეთ ვაჟა ექიმს, შენ ხარ გმირი, შენ ხარ გმირი, ის ვეღარ იტყვის ვერაფერს, ვეღარ გაჩუმდება. ჩვენ ის გამოუვალ მდგომარეობაში ჩავაგდეთ.

ჩვენ ამ ნარატივის მსხვერპლნი ვართ. მთავრობა ამბობს, რაღაც რომ ვთქვათ, ხალხი ევრ გაგვიგებსო. იმის მაგივრად, რომ ვიმუშაოთ წლების განმავლობაში, ავუხსნათ რაშია საქმე, გამოვიყვანოთ ხალხი პატრიოტული გრძნობების ხიფათისგან.

რაღაც მქონდა ისეთი, რომ მე შემეძლო ვინმესთვის მიმემართა, ვაპირებდი გადასვლას, მეცადა უბრალოდ. იქნებ ისინი არიან მართლები და მე ვტყუივარ. გადავიდოდი პირდაპირ იმ მიზნით, რომ ჩავბარებულიყავი. ვეტყოდი, მე გადმოვედი იმისთვის, რათა მეთხოვა თქვენთვის დახმარება იმაში, რომ ჩვენი საერთო მტერი – ნაცისტური იდეოლოგია, რომელმაც დაღუპა საქართველო, მოვიშოროთ, რომ თქვენც ხართ იძულებული…

ბიბილოვი გამოუვალ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ერთი მხრივ აქვს ძალა, გააკეთოს ის, რაც უნდა, მეორე მხრივ, რაში სჭირდება ექიმი ციხეში, როცა მთელი მსოფლიო აგინებს და აფურთხებს? ანუ სინამდვილეში ამ ადამიანის მოშორება უნდა და ვერ ახერხებს.

ამიტომ, ჩავთვალე, რომ თუ ვინმე გადავიდოდა და კაცურად დაელაპარაკებოდა, არ არის აუცილებელი მტერთან გინება, უნდა მოიქცე ღირსეულად, არ არის აუცილებელი მტერი დაამცირო. თუ ვთხოვდი და ავუხსნიდი, რომ ამ შემთხვევაში საერთო ინტერესები გვაქვს, ის გამოუშვებდა, რადგან ეს აწყობდა”, – განაცხადა კუხიანიძემ.

კითხვაზე თუ რატომ არ გაათავისუფლა საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი, კუხიანიძე აცხადებს, “იმიტომ არ გაათავისუფლეს, რომ როდესაც გაფურთხებენ, გეუბნებიან რომ ოკუპანტი ხარ, არ გაუშვებ”.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები