ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმში ქალი დაშავდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” თვითმხილველები უყვებიან, ქალი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადნყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.