მოსამართლემ პოლიციელის თავდასხმაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პოლიციელის თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო სხდომა 11 თებერვალს გაიმართება. ბრალდებულის ადვოკატი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს – არის თუ არა დაკავებული შეურაცხადი. ადვოკატ დავით კეკელიძის თქმით, მოსამართლეს შეეძლო დაცვის მხარისთვის საქმის უკეთ გაცნობის საშუალება მიეცა, თუმცა მან ეს არ გააკეთა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.