ზუგდიდში სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს
ზუგდიდში გამსახურდიას ქუჩაზე სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 300 ლარი.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.