აბაშაში კობრის თევზჭერაში სამოყვარულო მეთევზეთა ფესტივალი მიმდინარეობს 

აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სამოყვარულო პირველობა კობრის თევზჭერაში “კარპფიშინგი“ მიმდინარეობს. როგორც, სამოყვარულო მეთევზეთა ტურნირის ორგანიზატორი, „საქართველოს კარპფიშინგის ფედერაციის“ პრეზიდენტი დავით ალექსიძე ამბობს, აღნიშნული სპორტი საქართველოში თანდათან იკიდებს ფეხს.

“ჩვენ ყოველ წელს ვატარებთ სარეიტინგო ეროვნულ ტურნირს და დავდივართ საერთაშორისო შეჯიბრებებზეც. დღეს, აბაშაში, ნოღიას ტბაზე, კობრის სპორტულ თევზჭერაში, სამოყვარულო ტურნირს ვატარებთ. როგორც ხედავთ, აქ მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან არიან ჩამოსული“, – განაცხადა ქართველმა კარპფიშერმა დავით ალექსიძემ.

კარპფიშინგი მსოფლიოში გავრცელებული სპორტია, რომლის უამრავ მიმდევარს შორის საქართველოს ნაკრებიც იკავებს საპატიო ადგილს. აღნიშნული სპორტის დევიზია, “ითევზავე სპორტულად“ და “დაიჭირე და გაუშვი“.

საქართველოს სამოყვარულო მეთევზეთა ფესტივალი 3 დღე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები