ბელგიაში 5 პატიმარია გაქცეული – მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს

ბელგიაში, ანტვერპენის პროვინციის საპატიმროდან 5 პატიმარი გაიქცა.

წინასწარი ინფორმაციით, პატიმრებმა საღამოს სეირნობის დროს, ციხის ერთ-ერთ კედელზე ასვლა მოახერხეს, ამის შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ, რომელიც მათ ელოდა და მიიმალნენ.

პატიმრების დასაკავებლად მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია როგორც სახმელეთო პატრულები, ასევე ვერტმფრენი.

Le Soir წერს, რომ დღეს დილით სამი გაქცეულის დაკავება მოხერხდა, თუმცა ოფიციალურად ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები