სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დაგნანის კანდიდატურა დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა საქართველოში ქვეყნის ელჩის თანამდებობაზე კელი დაგნანის კანდიდატურა დაამტკიცა.

პროცედურულად, საქართველოში ჩამოსვლამდე დაგნანი ვაშინგტონში ოფიციალური შეხვედრების პროცედურას გაივლის.

კელი დეგნანი მოვალეობების შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც საქართველოში რწმუნებათა სიგელს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადასცემს.

კელი დეგნანი დიპლომატია, აქვს მრჩეველი-დესპანის სტატუსი და საქართველოში ელჩად დანიშვნამდე მსახურობდა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად.

სენატში მისი მოსმენა ელჩის კანდიდატის რანგში, 30 ოქტომბერს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები