რუსთავში, ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

რუსთავში, ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მოგვიანებით ცეცხლი შენობაშიც გავრცელდა. არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი სხვა ავტომანქანებზეც გადავიდოდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია ავტოსახელოსნოს 120კვ. მეტრი ფართი და BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა.

შენობაში დაკვამლიანების გამო, სამმა ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187 -ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები