ნინოწმინდაში ავარიის შედეგად მანქანა დაიწვა

ნინოწმინდაში, ერევნის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად “მერესედესის” მარკის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დასტურდება.
ადგილზე სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები მუშაობენ.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები