კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი.
კანონმდებლები ტრამპის იმპიჩმენტს ორი მუხლით ითხოვენ, „ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“ და „კონგრესის მუშაობის ხელის შეშლა“
გადაწყვეტილებას თეთრ სახლში გამოეხმაურნენ და იმპიჩმენტის გამოცხადება კულმინაციად შეაფასეს, “ეს იყო ყველაზე სამარცხვინო ეპიზოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“.
წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ, ტრამპი სახელმწიფოს მართვას გააგრძელებს.
პროცესში გადამწყვეტ როლს კონგრესის სენატი შეასრულებს, რომლის უმრავლესობა რესპუბლიკური პარტიის წევრებით არის დაკომპლექტებული.
ამიერიდან პროცესს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი გაუძღვება.
იმპიჩმენტს მხარი სენატორთა 2/3-მა (არანაკლებ 67) უნდა დაუჭიროს მხარი.
სენატი, სავარაუდოდ მოსმენებს უკვე იანვრიდან დაიწყებს, პროცესის ხანგრძლივობა რეგლამენტირებული არ არის.
იმ შემთხევაში თუ სენატი იმპიჩმენტს დაუჭერს მხარს, ქვეყანას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი უხელმძღვანელებს.
აშშ-ის ისტორიაში მხოლოდ ორ პრეზიდენტს შეეხო იმპიჩმენტი: 1868 წელს ენდრიუ ჯონსონს და 1998 წელს ბილ კლინტონს, თუმცა მათ პოსტის შენარჩუნება შეძლეს.
1974 წელს კი, რიჩარდ ნიკსონმა იმპიჩმენტის გამოცხადებამდე დატოვა თანამდებობა.