ნინო ლომაძე: ფრაზა, “ამ ცხოვრების დედაც” როგორც კი ხვდება ქუჩებში, მოცემულობად იქცევა და შინაარსს იცვლის (ვიდეო)

“ინდიგოს” რედაქტორმა, ნინო ლომაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ამბავთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გზავნილი “ამ ცხოვრების დედაც”, როცა ქუჩაში ვრცელდება, იქცევა მოცემულობად და კონტექსტს იცვლის.

ნინო ლომაძის თქმით, მსგავსი გზავნილების ტირაჟირებამ საზოგადოებაში ქცევის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს.

“ბავშვის ფრაზა, რომელიც ბავშვმა დატოვა მეხსიერებად, გზავნილად, სიგნალად ჩვენთვის, როგორც კი ხვდება ქუჩებში, კედლებზე, ის მოცემულობად იქცევა, კონტექსტს იცვლის, ეს აღარ იკითხება. ეს არის სასოწარკვეთის პიკზე მყოფი ადამიანის ამოძახილი, რომელიც ბევრნაირად შეიძლება გავშიფროთ. ცოტა რამ ვიცით, მაგრამ ვავრცელებთ ამ გზავნილს, რომელიც სულ სხვანაირად იკითხება, რადგან იცვლის შინაარსს,” – განაცხადა ნინო ლომაძემ.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. გამომძიებელი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები