ქუთაისში, კოლეჯ “იბერიაში” ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსსიპ საზოგადოებრივ პროფესიულ კოლეჯ “იბერიას” გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ეწვივნენ.

სტუმრებმა შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გამართეს.შეხვედრაში მონაწილეობა იმ სასტუმროების წარმომადგენლებმა მიიღეს,რომლებიც იმერეთის რეგიონში ოპერირებენ.

ღონისძიების მიზანს ტურიზმის მიმართულებით გერმანული დუალური პროფესიული განათლების მოდელის დანერგვა,შრომის ბაზარზე საგანმანათლებლო პროგრამების გაზიარება და ინოვაციური მიდგომების დანერგვა წარმოადგენდა.

“ჩვენი ძირითადი მიზანია კვალიფიციური კადრების შეთავაზება ბაზარზე, შესაბამისად შევხვდით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს,გვინდა, რომ ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად იყოს მორგებული მათ საჭიროებებს,რათა შევთავაზოთ ის საგანმანათლებლო პროგრამები რაც შესაბამისი იქნება მათთვის”-აღნიშნა კოლეჯ “იბერიას” დირექტორმა ირაკლი ავალიანმა.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მხარდამჭერია და ხელს უწყობს საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის განხორციელებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები