CNN: რუსეთის სადაზვერვო გემი აშშ-ის სანაპიროსთან სახიფათო მანევრებს ახორციელებს

რუსეთის სადაზვერვო გემი „ვიქტორ ლეონოვი“ შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთის სანაპიროს საერთაშორისო წყლებში „სახიფათო მანევრებს“ ახორციელებს, აცხადებს CNN.

ტელეარხის ინფორმაციით, გემი რამდენიმე დღის განმავლობაში სამხრეთ კაროლინის და ფლორიდის სანაპიროსთან იმყოფებოდა.

CNN-ს ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ გემების მოქმედება განისაზღვრა, როგორც „საფრთხის შემცველი“, რადგან ის ცუდი ხილვადობის პირობებში სანათებს არ იყენებს და კომერციული ხომალდების შეტყობინებებზე არ რეაგირებს.

გარდა ამისა, მათი თქმით, სადაზვერვო გემი სხვა მანევრებში მონაწილეობდა.

პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსულ გემთან ახლოს აშშ-ის ესმინეცი USS Mahan იმყოფება.

„ვიქტორ ლეონოვი“ 2015 წლიდან აშშ-ის აღმოსავლეთის სანაპიროს საერთაშორისო წყლებში რეგულარულად პატრულირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები