ემანუელ მაკრონი 9 მაისს კრემლში აღლუმს დაესწრება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 2020 წლის 9 მაისს, კრემლში გამარჯვების დღის აღსანიშნავ აღლუმს დაესწრება.

ამის შესახებ რუსეთში საფრანგეთის ელჩმა სილვი ბერმანმა განაცხადა.

5 წლის წინ, ევროპელი ლიდერების უმრავლესობამ მოსკოვში ნაციზმზე გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავად ჩასვლაზე უარი განაცხადს. ამის არგუმენტად ლიდერებს უკრაინაში რუსეთის აგრესია მოჰყავდათ.

აღლუმზე მიპატიჟება დონალდ ტრამპისთვისაც არის გაგზავნილი, თუმცა თეთრი სახლის ლიდერს პასუხი ჯერ არ უთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები