საგარეჯოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომლის დროსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მერიის 3 თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც “რეგიონულმა კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ავტოავარია 14 დეკემბერს მოხდა, რა დროსაც არჩილ ხანდამაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად თბილისში მიდიოდნენ.