საქსტატი – საშუალო ხელფასი 91.6 ლარით გაიზარდა

საქასტატის მონაცემებით, 2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ
დარგებში:
• მშენებლობა – 2 008.4 ლარი (წლიური ზრდა – 16.4 პროცენტი);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 958.7 ლარი (წლიური ზრდა – 9.7 პროცენტი);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 936.2 ლარი (წლიური ზრდა –
3.7 პროცენტი);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1 898.6 ლარი (წლიური ზრდა – -19.4 პროცენტი).
საქსტატის მონაცემებით,2019 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.1 ლარით, ხოლო კაცების – 1 475.7 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 72.2 და 115.2 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები